სალომე სამადაშვილი კახა კუჭავას: საზოგადოება ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რაც უკავშირდება 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებზე

„ვერანაირ სხვა საკითხებზე მსჯელობა ვერ გადაფარავს იმას, რომ საზოგადოება ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რაც უკავშირდება 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებზე, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებზე. ჩემი აზრით, რეგლამენტის წესების დარღვევაა, რომ დღეს ჩვენ არ ვიწყებთ გომელაურის მოსმენით. თუ შეიძლება, განგვიმარტოთ, რატომ არ არის დღეს აქ გომელაური და რატომ არ დავიწყეთ დღევანდელი სხდომა მისი მოსმენით“.

ასე მიმართა ფრაქცია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს და განმარტა, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოება შეკითხვებზე პასუხს ელოდება.

“ხედავთ, დღესაც ძალიან სამართლიანად ჩვენი მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ პროტესტს პარლამენტის შენობაში და ამ ვითარებაში ხომ არ მიგაჩნიათ, რომ სრულიად არაადეკვატურია, დღევანდელი სხდომა არ დაიწყო გომელაურის მოსმენით” – უპასუხა კახა კუჭავამ სალომე სამადაშვილს და განმარტა, რომ 18 ივლისს, პარლამენტის სხდომა დახურულად გამოცხადდა დესტრუქციული ქმედებების გამო.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მიწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს.

მისივე თქმით, შესაძლოა, ვახტანგ გომელაურის განმეორებით მოწვევასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები არსებობს და შესაძლოა, მოსმენა განმეორებით ჩაინიშნოს.

„სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავდით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. ბიუროზეც ვისაუბრეთ ამაზე და ცალკეც ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება, თუ კვლავ რიგგარეშე სესიის სხდომა. შეიძლება, მოსმენა თავიდან ჩაინიშნოს, რისი უფლება გაქვთ თქვენც და შესაძლოა, ეს საკითხი ხელმეორედ იქნას განხილული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...