სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის სამიზნე უახლოეს პერიოდში “ტვ პირველი” იქნება

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

“მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს საზოგადოებაში აღარ აქვს არანაირი მხარდაჭერა, ის ემზადება იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ამისთვის მისთვის სამოქმედო გეგმა არის ის, რაც მოხდა რუსეთში. ის ამ მოდელით ხელმძღვანელობს და მან იცის ძალიან კარგად, რომ მან უნდა გაანადგუროს ერთი მხრივ ალტერნატიული ბიზნეს და ეკონომიკური ცენტრები, ანუ ის ადგილი, საიდანაც შეიძლება წამოვიდეს რესურსები პოლიტიკური საქმიანობისთვის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის საინფორმაციო ველის მაქსიმალური კონტროლი და ამას აკეთებს ძალიან მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ.

ამიტომ მე არ მიკვირს, “ტვ პირველთან” მიმართებით ის, რაც დღეს ხდება. ეს არ არის პირველი იერიში. კარგად გვახსოვს ის წერილი, რომელიც გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძემ. სადაც პირობა იყო, რომ ტელეკომპანიას უნდა შეეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, თუ ხაზარაძეს სურდა, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა შეწყვეტილიყო. ეს არის ერთი საქმე, რომლის სხვადასხვა შემადგენლობებსაც ჩვენ ვხედავთ. სამწუხაროდ, მე ვხედავ იმას, რომ “ტვ პირველი” იქნება სამიზნე ივანიშვილისთვის უახლოეს კვირებში და თვეებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად