სალომე სამადაშვილი: იიი, ვახშამზე იყავით” რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე

” ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება მათ, ვინც შარლ მიშელის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე ოპოზიციის მისვლით უკმაყოფილოა.

მისი თქმით,  ვახშამზე გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხებზე იმსჯელეს და კონკრეტული გეგმით გამოვიდნენ.

“იიი, ვახშამზე იყავით” რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით, მიშელის თანდასწრებით შეთანხმებულის. მერე?,”- წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...