სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძეზე: მივხვდით, რომ მიშას ჩინურ ვერსიას “აწვება”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძისა და მისი პოლიტიკური აქტივობის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც სალომე სამადაშვილი წერს, ვერ გაიგო რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა.

“მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახლებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო. მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე, ერთად, დიდი ხანია არ მსმენია”, – წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძის პარტნიორმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: ბოკერია-ხაზარაძე და სხვები მიშას პოლიტდევნილობის შეწყვეტას და სავარაუდო გაპრემიერებას ხელს მოაწერენ?

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” დატოვეს და პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნეს. ამ პლატფორმის ფარგლებში მათ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელეს. ამასთან გიორგი ვაშაძემ გუშინ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ დარწმუნებულია პრემიერი გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად