სალომე სამადაშვილი: განცხადება, რომ გიორგი რურუა ციხეში ოპოზიციის დაშვებული შეცდომის გამო რჩება, უსამართლოს გარდა, დამაზიანებელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი “უსამართლოს” და “დამაზიანებელს” უწოდებს ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ “გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში”.

სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ შეცვლის.

“არასდროს გამიკრიტიკებია ალეკო ელისაშვილი, რადგან ვთვლი, რომ საბოლოოდ, მისი პარტიის ლიდერების და ამომრჩევლების გადაწყვეტილებაა, როგორ გამოიყენებენ საკუთარ მანდატებს, სურთ ოპოზიციურ ერთიანობაში ყოფნა თუ არა, შევლენ პარლამენტში თუ არა. თუმცა, განცხადება, რომ გიორგი რურუა ციხეში ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო რჩება, უსამართლოს გარდა, დამაზიანებელია. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხზე საკუთარ, დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ გადახედავს”, -წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, 14 იანვარს, “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს.

კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...