სალომე სამადაშვილი: გამოჩნდა, როგორ არის მოწყვეტილი რეალობას პრემიერ მინისტრი და უმრავლესობის გუნდი

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრისგან გუშინ, ცინიკური ტონი ისმოდა, რაც სრულიად მიუღებელია.

სალომე სამადაშვილმა “დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ გუშინ გამოჩნდა რამდენად შორის არის პრემიერი და მთელი მმართველი გუნდი ქართველი ხალხის პრობლემებისგან.

“ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა პრემიერ მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. პირველ რიგში, გამოჩნდა ის, როგორ არის მოწყვეტილი პრემიერ მინისტრიც და უმრავლესობის გუნდიც რეალობას ჩვენს ქვეყანაში, როგორ არის მოწყვეტილი რიგითი ქართველ მოქალაქის საჭიროებებს და მათ წინაშე მდგარ პრობლემებს, იმიტომ რომ ის ტონი, რა ტონშიც გუშინ წარიმართა განხილვა, რომელიც იყო ღლიცინის, დაცინვის, ცინიკური პასუხები პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო სრულიად მიუღებელი. იმიტომ, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კრიზისის წინაშე, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ფაქტიურად არის ძალიან დიდი  გამოწვევის წინაშე. ამ ფონზე, ის გარემო, რომელიც შედგა პარლამენტში განხილვის დროს, იყო შეურაცხყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქის, “  -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად