სალომე სამადაშვილი: გახარიამ აღიარა რომ დიახ, “ქართული ოცნების” მიდგომა არის “ქართულ-ჯიგრული”

როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ერთხელ სწორ დროს, გახარიამ აღიარა”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გუშინ, პრემირემა პარლამენტის ტრიბუნიდან “არაერთი ტყუილი მოვისმინეთ”

“კორუფცია არის ლათინური წარმომავლობის სიტყვა და სწორი თარგმანი მოუძებნა ქართულ ენაზე, ნიშნავს სწორედ ქართულ-ჯიგრულ მიდგომას საკითხების მიმართ. გუშინ ჩვენ ტრიბუნიდან არაერთი ტყუილი მოვისმინეთ.

როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ერთხელ სწორ დროს, გახარიამ აღიარა, რომ დიახ, “ქართული ოცნების” მიდგომა არის “ქართულ-ჯიგრული”, ანუ კორუფციული დამოკიდებულება საკითხების მიმართ”-ამბობს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომაროების დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი.

პრემიერმა აქვე განმარტა:

” ასე იყო ეს გადაწყევტილებები მიღებული. რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, – განაცხადა გახარიამ, რაზეც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ სწორედ “ჯიგრულ პონტში” შერჩევაა კორუფცია.

“სიტყვაზე დამიჭირეთ, არა? მე არ მითქვამს, რომ ეს კარგია. ამის მაგალითებიც მოგვეცით”, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად