სალომე სამადაშვილი: ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში “კასრების საქმეს” დემაგოგია უწოდა და ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, “კასრების საქმე” რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი მითებია.

“ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია. არანაირი ამისი ფაქტები არ არის. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, რა შუაშია “კასრების საქმესთან” რუსული პროპაგანდა, როცა სასამართლომ ამის გამო ადამიანებს კონკრეტული ბრალი მიუსაჯა, სალომე სამადაშვილმა უპასუხა: “რომელმა სასამართლომ? ახლა რომ ძალიან ბევრი რომ ვისაუბრე და თქვენც დაადასტურეთ, რომ სასამართლო მთლიანად პოლიტიკურად მართვადია?”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად