სალომე სამადაშვილი: ეს დოკუმენტი გახლავთ გზა იმისთვის, რომ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა

“იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხვოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით”.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერისას განაცხადა და განმარტა, რომ დოკუმენტს ხელს აწერს როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი.

“დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტის ხელომწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყივტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ევროპულ ქვეყანას. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალეე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...