სალომე სამადაშვილი: ენმ-ის ერთადერთი ჭკვიანური სვლა, მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა იქნება

მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ყოფილი პარტიის -“ნაციონალური მოძრაობის” შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი”, – დაწერა სალომე სამადაშვილმა Facebook-ში.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...