სალომე სამადაშვილი: დროა ბიძინა ივანიშვილმა იზრუნოს საკუთარ მომავალზე(ვიდეო)

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემა „tvპირველზე“ „ანა წერეთლის დღის ამბებში“ განაცხადა

“ვერანაირი სისტემით ბიძინა ივანიშვილი და ეს ძალა პოლიტიკურ ძალაუფლებას ქვეყნაში ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ დრო არის, მან იზრუნოს საკუთარ მომავალზე”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად