სალომე სამადაშვილი:დიახ, სხვაგანაც ხდება, მე დანით გამომედევნენ ვაშინგტონში, მერე რა? არ გვაქვს უფლება “ოცნების” პოლიტიკაზე ვთქვათ?

დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მოკლული ავსტრიელი ტურისტის შემთხვევას ეხმაურება:

“დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?“,-წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავსტრიელი ტურისტის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები
იტვირთება...