სალომე სამადაშვილი: დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტკური ორიენტაცია შეიცვალა

პარლამენტის ფრაქცია “ლელოს” წევრი, დეპუტატის სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა.

“დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტკური ორიენტაცია შეიცვალა. იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა-დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია”, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

კომენტარები
იტვირთება...