სალომე სამადაშვილი: ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სრულიად უსუსურია ერთი შეიარაღებული ტერორისტის წინააღმდეგ

ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„ძალიან სახიფათოა ის რაც გუშინ დავინახეთ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალას წარმატებით იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის სრულიად უსუსური ერთი შეიარაღებული ტერორისტის წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სრულიად მოუმზადებელი ასეთ გამოწვევასთან ბრძოლაში. მე არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა თანამედროვე რეალობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ ასე შეძლოს შეიარაღებულმა ერთმა ტერორისტმა მთლიანად თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი მთავრობას და სამართალდამცავ უწყებას და მათ შეასრულონ ყველა მითითება. ჩვენ გავიღვიძეთ რეალობაში, სადაც ყველა მოქალაქე თავს გრძნობს დაუცველად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად