სალომე სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უნდა გადაიტეხოს პროპორციულ არჩევნებში

“ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უნდა გადაიტეხოს პროპორციულ არჩევნებში. მაჟორიტარებში თუ ვინმე გავა “ოცნებიდან” და მოიგებს, მერე ისიც შენს მხარეს გადმოვა არჩევნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ. ასეთი არის ისტორია ჩვენი ქვეყნის”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის”  ერთერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გადაცემა “ღამის მთავარზე” ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხი არ არის და მხოლოდ რამდენიმე პარტიის, მათ შორის, ევროპული საქართველოს ვიწრო ინტერესის საგანია.

“პირდაპირ გეტყვით მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რომ მიჩნდება განცდა, რომ რომელიღაც პარტიებისთვის, მათ შორის, ევსაქებისთვის რატომღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომელიღაც რეგიონში საკუთარი კანდიდატის დაყენება და ამას აქცევენ რაღაც საერთო ეროვნული მნიშვნელობის საგნად და არ არის ეს ასე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი აზრით,  ოპოზიციის ერთიანობა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, არამედ მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა და ეს პროპორციულ არჩევნებში გამარჯვებით არის შესაძლებელი.

“ნუ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ერთ და ორ ოლქზე გადის არჩევნების მომავალი და ბედი. ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უნდა გადაიტეხოს პროპორციულ არჩევნებში”, – განაცხადა სალომე  სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად