სალომე სამადაშვილი: აშშ-ში ილუზია აღარ არსებობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პროდასავლურ ძალას წარმოადგენს

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“ეს წერილი ადასტურებს ორ რამეს – პირველი ის, რომ არანაირი ილუზია აღარ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რეალურად წარმოადგენს პროდასავლურ ხელისუფლებას.

მეორე, ეს წერილი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, დღეს ქართველი ხალხის განვითარების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე – ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, რომ გზავნილი არის საკმაოდ ნათელი. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან სწორედ ძირეულ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს.

მალინი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით შეშფოთებულია.

“როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ გაუარესებას ეხება.

ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად