სალომე სამადაშვილი: ამ შემთხვევაში ხელისუფლება მოძალადეა, ოპოზიცია კი მსხვერპლი

ამის შესახებ `ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

`ხელისუფლება ამ შემთხვევაში არის მოძალადე და ოპოზიცია არის მსხვერპლი, იმიტომ რომ ჩვენ წაგვართვეს ხმები და ოპოზიციის მხარდამჭერი ხალხიც ხელისუფლების მსხვერპლია. ჩვენ გვჭირდება რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და აქ შემოდის მომლაპარაკებლის ფუნქციით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. პარტნიორებმა უნდა მოძებნონ გადაწყვეტილება, რომელიც დაარწმუნებს მსხვერპლს რომ მისი უფლებები აღდგენილია და დასჯის მოძალადეს. ანუ მოძალადეს ეტყვის, რომ ძალადობით ჩატარებული არჩევნები არ მიიღება და მოგიწევს ახალი არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად