სალომე სამადაშილი: მაგიდაზე დადებული ჩვენი შეთავაზება უკიდურესად სამართლიანია, თუ კრიზისის განმუხტვა უნდათ, უარს ვერ იტყვიან

მაგიდაზე დადებული ჩვენი შეთავაზება უკიდურესად სამართლიანია, თუ კრიზისის განმუხტვა უნდათ, უარს ვერ იტყვიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“ის შეთავაზება, რომლითაც ჩვენ მივედით ამ მოლაპარაკებებზე უკიდურესად სამართლიანი, უკიდურესად სამახელმწიფოებრივი სულისკვეთებით განმსჭვალული და არის ისეთი შეთავაზება, რომელზეც აური ვერ უნდა თქვას ხელისუფლებამ, რომელსაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა უნდა. იმედი მქონდა, რომ თქვენი ეთერისთვის შესაძლებლობა გვექნებოდა, რომ საჯაროდ გვესაუბრა ამ კონკრეტულ შეთავაზებებზე, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც დავდეთ მაგიდაზე, ეს რეალური გამოსავალია.

ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა რაიმე ერთი საკითხი პრინციპული. შეთავაზება თავიდანვე კომპლექსური იყო და რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ეს კომპონენტები უფრო გამდიდრებული და მრავლის მომცველია. პოლიტიკური გარემოს შეცვლას შეეხება ჩვენი შეთავაზება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად