სალომე ქოქიაშვილი: დავით ბაქრაძე დასდევდა ქვებმომარჯვებულებს და სთხოვდა გაჩერებულიყვნენ, მართლა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას

“ჯერ ერთმა ლოდმა იფრინა, მერე მეორემ, მესამემ…. მერე ვიღაც მარწმუნებდა რომ მეჩვენებოდა და მხოლოდ ბოთლები დაფრინავდა ჰაერში… ასეთი ადრეც მინახავს… პოლიციელის ჩაფხუტების ქვეშ შეყრილი სიგრეტის ნამწვები? ეს ნამდვილად პირველად … ” – ასე იხსენებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის ” ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, გუშინ საღამოს ცენტრალურ სააჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს.

“მერე წყლის ჭავლი წამოვიდა, მიხვდი რომ ორი ამოცანა გვქონდა, ერთი მხრიდან ჭავლს უნდა ავრიდებოდით, მეორე მხრიდან მფრინავ ლოდებს და ცეცხლმოკიდებულ ხის ნაჭრებს. ცეცხლმოკიდებული საგანი მანამდე არ მომხვედრია, კაი დიდი ქვის სიმწარე კი მახსოვს და ამიტომ ძირითად ქვების აცილებაზე ვიყავი ორიენტირებული. მერე კამერა გაგვეთიშა…. მოფრინავდა და მოვფრინავდა ეს ქვები, ძირითადი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე -პოლიციის კორდონამდე აღწევდა, იქიდანაც მოდიოდა საპასუხო ჭავლი.

მე და ოპერატორი შუაში ვიდექით უკვე გათიშული კამერით და ბოლო ხმაზე ვკიოდი, ვიღაცეებს ფეხებში ვუვარდებოდი ქვა აღარ ისროლოთ, აქციის მონაწილეებს ხვდებათ-მეთქი, ვეხვეწებოდი, მერე მომიბრუნდა ერთი-ორი და შენ საერთოდ ვინ გეკითხებაო, გვითხრეს და ვაკეთებთო, წამოვიდა ის ქვები ჩემსკენ, ლამაზ ეპითეტებთან ერთად, ვიღაცეები ჩადგენ შუაში. შესაძლოა სხვა ლიდერებიც იყვნენ იქ და მე არ დამინახავს, მაგრამ ვინც დავინახე მათგან, მთელი ამ მოვლენების განმავლობაში დავით ბაქრაძე დასდევდა ამ ქვებმომარჯვებულებს და სთხოვდა გაჩერებულიყვნენ, მართლა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ბოლომდე სიმშვიდისკენ მოიწოდებდა ყველას…სხვა ლიდერებიც მახსოვს, უფრო სწორად მათი ზურგები, რო გარბოდნენ არ იყვნენ მაინცა და მაინც კაი სანახავები . სახელებს არ დავწერ, ისედაც ყველა მიხვდება, ყველაფერი რომ დასულდა, მშვენიერი მშრალი კოსტიუმები ეცვათ.. ჰოო და კიდევ, თავად აქციის მონაწილე ახალგარდების ნაწილი, მათ შორის ,,გირჩის” ბავშვები შევნიშნე, როგორ ცდილობდნენ სხვები შეეჩერებინათ, ზოგისთვის ქვა გამოერთმიათ, ზოგისთვის ის ცეცხლმოკიდებული ჯოხები, თუ რაც იყო და როგორ სთხოვდნენ სხვებს სიმშვიდე შეინარჩუნეთო, აქ მშვიდობიანი პროტესტისთვის ვართ მისულებიო და მადლობა მათ ❤️ … ასე იყო ეს ამბავი. ჰო, აი იმათ კი, ვიცნ ეს ამბები წამოიწყო, ქვები რომ წამოკრიფეს, კორდონს დაუშინეს, ზედ ცეცხლმოკიდებული ხეები თუ ათასი მამაძაღლობამიაყოლეს, ის მამაძაღლობა საკუთარ პარტკომს ესროლონ, ზუსტად ვიცი ვინც იყვნენ, სახეზე ვცნობ უმეტესობას!!!

edited: ჰო, ბოლოს ყველაფერი რომ მორჩა და ქვასრილიათა ერთ-ერთ ლიდერს რომ მივადექი, სად იყავი შენ რატომ არ აჩერებდითქო, დამიანონსა, დაგველოდე, უარესებსაც ვიზამთო????” – წერს სალომე ქოქიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად