სალომე ფაჟავას ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებამდე 1,375 ქულა დააკლდა

ბაქოში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიში.

ახლახანს დასრულდა შეჯიბრება მრავალჭიდში, სადაც ფინალში გასული 24 ტანმოვარჯიშე მედლების მოპოვებასთან ერთად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 16 საგზურისთვის იბრძოდა.

ფინალის მონაწილეთა შორის იყო სალომე ფაჟავა, რომელმაც საბოლოოდ 77,350 ქულა დააგროვა და მცირედით ჩამორჩა 78,725 ქულით მე-16 ადგილზე გასულ მასპინძელს ზოჰრა აგჰამიროვას. სალომე ფაჟავა დარჩენილი რამდენიმე საგზურიდან ერთ-ერთის მოპოვებას კონტინენტის ან სალიცენზიო ტურნირზე შეეცდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად