სალომე ფაჟავა: რაჭულის შესრულებისას ფეხი ძალიან მტკიოდა, მაგრამ ვეცადე და ბოლომდე მივიყვანე

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ "აიპრესთან" განაცხადა, რომ მას ტრავმა შეჯიბრამდე 2 კვირით ადრე გაურთულდა, რასაც ბრაზილიის კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი.

"დიდ მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს გულშემატკივრობისთვის.

ვეცადე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ ხელი ფეხის ტრავმამ შემიშალა, რომელიც შეჯიბრამდე 2 კვირით ადრე უფრო გამირთულდა. ბრაზილია ნესტიანი ქვეყანაა და ამან  გამირთულა ტრავმა. ახლა ზუსტად არ ვიცი რა დიაგნოზი მაქვს, მაგრამ უნდა ვიმკურნალო.

მინდა ვთქვა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ მიშველა.

პირველ გამოსვლაზე შედარებით ნორმალურად მქონდა ფეხი, მაგრამ ყოველი მომდევნო გამოსვლის შემდეგ მიუარესდებოდა. გურზებით, რაჭულის შესრულებისას ძალიან მტკიოდა, მაგრამ ვეცადე და ბოლომდე მივიყვანე", – განაცხადა სალომე ფაჟავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად