სალომე სამადაშვილი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა

“თუ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს რაღაცა ილუზიები აქვს, რომ ხვალ შექმნის რაღაც ილუზიას მოლაპარაკებების თუ მაგიდის გარშემო საუბრის და ამით შეეცდება, რომ ამით კიდევ ერთხელ მოატყუოს ქართველი ხალხი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ხედავთ რაც ხდება ქუთაისში, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისზე მიმდინარეობს შეტევა. არ შეიძლება, რომ თან მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს და თან ტერორი ოპოზიციაზე.

ეს მხოლოდ იმას კი არ შეეხება, რაც დღეს ქუთაისში ხდება, არამედ შეეხება იმას, რომ დღეს ჩვენ ქუთაისში გვყავს პოლიტიკური პატიმრები. ვხედავთ, როგორ ექცევიან აქციის მონაწილეებს, ვხედავთ როგორ ექცევიან ხალხს, რომელიც თანაუგრძნობს ოპოზიციას. მინდა შეგახსენოთ გიორგი რურუას საქმე, რომელიც სრულიად უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებელი ხელისუფლებას. ჩვენი პოზიციები არის ბევრი და სხვადასხვა საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად