A1 ბანერი

სალმა ჰაიეკი ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე: მე შენ მიყვარხარ პარიზო!

მექსიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი სალმა ჰაიეკი პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს Instagram-ზე გამოეხმაურა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„მე, ისევე როგორც ბევრი სხვა შოკირებული და დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ პარიზში ღვთისმშობლის ტაძარი კვამლშია გახვეული. მე შენ მიყვარხარ პარიზო! Paris, je t’aime !“,-წერს სალმა ჰაიეკი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

ფრანგი მილიარდერი, ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო მზადაა, რომ პარიზში ხანძრის შედეგად დაზიანებული ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...