სალია: რ2-ის ჟურნალისტებს სრული თავისუფლება გაქვთ, პირველ რიგში მინდა შევხვდე მენეჯმენტს

პაატა სალია, რომელიც კომპანიის ახალმა მფლობელემა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად დანიშნა ტელეკომპანიაში მივიდა.

“პირველ რიგში მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას. კომპანიის მენეჯმენტს, ძირითადად საფინანსო-ეკონომიკური, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში რაიმე შეფერხება რომ არ მოხდეს ამ დღეებში და გავაგრძელოთ მუშაობა. თქვენ – ჟურნალისტებს სრული თავისუფლება გაქვთ და მე არც ვკითხულობ, რას აპირებთ. მე მაინტერესებს, რომ კომპანიას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. ის ადამიანები, ვინც თავის პოზიციებზე არიან იგივე ფინანსურ ნაწილში, საგადასახადო ორგანოებთან ნაწილში, კონტრაქტორებთან და ა. შ. სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდეს”, – განაცხადა პაატა სალიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...