სალია: “რ2”-ის 27 მილიონის ბიუჯეტის დავალიანებას სახელმწიფო თუ მოითხოვს, ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ “კურიერთან” განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, “რუსთავი 2”-ს ბიუჯეტის ვალი აქვს. რის გამო, ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან

“აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საუბარი უნდა შედგეს. მოგეხსენებათ არც ისე დიდი დროა გასული რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ,“-განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...