სალია: ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, საზოგადოებრივ საბჭოს მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება

გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით” -ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ უთხრეს უარი ჟურნალისტებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებულები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ნდობის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება და სხვა არაფერი.

მესამე მოთხოვნაზე, სადაც იყო საუბარი, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემების და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს და ეს იქნება მუდმივი, გაუთავებელი კომენტარების და დროის კარგვის საფუძველი.”,-განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...