სალია კვესიტაძეზე: როგორ უნდა იმუშავოს ორ არხზე?! ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ამ პერიოდში არ გამოჩნდა არცერთი მსურველი “რუსთავი 2″-ის ყიდვის. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რატომ იყო ერთკვირიანი ვადა განსაზღვრული, ახლა მომდევნო სეზონისთვის მზადების პერიოდია. სწორედ ამიტომ თუ იქნებოდა ცვლილებები ჩვენ უნდა მოგვეხდინა ცვლილებები იმგავარად, რომ ხელი არ შეშლოდა არხის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ხალვაშმა გადაწყვიტა არხი არ გაკოტრდეს, იყოს წარმატებული ტელეკომპანია, რომელიც იქნება პოპულარული. ჩვენ ამ მოკლე ვადაში დავსახეთ კონკრეტული ამოცანები. სამოქმედო გეგმის შესახებ გაესაუბრებით დაინტერესებულ საზოგადოებას იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ეს შესაძლებელი იქნება. რა თქმა უნდა კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავთვქმთ და ჩვენ ასევე ვმუშაობთ სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურირების თაობაზე. აქტიურად ვიმუშავებთ კრედიტორებთან. მოგეხსენებათ, რომ 70 მილიონზე მეტია დავალიანება როგორც ბიუჯეტის, ისე სხვა კრედიტპრების მიმართ. სამუშაო დიდი გვაქვს, მაგრამ ამ ამოცანას აუცილებლად გადავლახავთ”, – განაცხადა პაატა სალიამ.

მანვე იმ თანამშრომლებზეც ისაუბრა, რომლებიც შვებულებაში არიან:

“არ შეიძლება ადამიანს რომელიც დასაქმებელია არხზე სურდეს შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალღონეს. შესაბამისად ვთვლით, რომ ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე. მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შესახებ… იმ ადამიანებს, ვინც შვებულებაში არიან და ჩვენი აზრით აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, რაც პირდაპირ აკრზალულია ჩვენი შრომითი ხელშეკრულებით. ალბათ მოისმინეთ ეკა კვესიტაძის განცხადება სასამართლოში, სადაც მან განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად ის და მისი გუნდი აკეთებენ ახალ ტელევიზიას. როგორ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა იმუშავოს ადამიანმა ორ არხზე”, – განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად