სალია: არ ვფიქრობ რომ ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ოქრუაშვილთან ვინმე გარიგებაში შევიდოდა

არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე შევიდოდა გარიგებაში, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სალია გამოეხმაურა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა.

“ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრაზე ჩემთვის ჟურნალისტებს არ უთქვამთ და თუ ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე შევიდოდა გარიგებაში“,- განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად