სალია: არ მინდა “რუსთავი 2”-ის გუნდს მესამე პირების მეშვეობით ვესაუბრო

“არ მინდა, ამ გუნდთან ქონდეს ისეთი ურთიერთობა რომ მესამე პირების მეშვეობით ველაპარაკოთ ერთმანეთს”,-ამის შესახებ რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” მე არ მინდა, ამ გუნდთან მქონდეს ისეთი ურთიერთობა რომ მესამე პირების მეშვეობით ველაპარაკოთ ერთმანეთს. ვცდილობ დავანახო ამ ადამიანებს რომ აქ ვარ მოსული რათა კომპანია უფრო წარმატებული იყოს, ძლიერი და რეიტინგული.

იმედი მაქვს რომ ამ ნდობას დღითიდღე განვამტკიცებ. იმედი მაქვს ანალოგიური პასუხი იქნება მათგანაც. ვიმუშავებ რომ ყველა ეჭვი სწრაფად გაქარწყლდეს.’,-განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...