სალაძე: წინა ხელისუფლების დროს განსხვავებულ აზრის გამო ადამიანებს რუსეთთან აკავშირებდნენ, ახლა-“ნაცმოძრაობასთან”

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

“იცით რას გვაგონებს ეს ყველაფერი?! თუკი წინა ხელისუფლების დროს ვინმე განსხვავებული აზრი ჰქონდა, ეს იყო რუსეთთან დაკავშირებული რაღაც და მტრის ხატის შექმნა ხდებოდა განსხვავებულ აზრთან მიმართებაში. დღეს თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ხელისუფლებისაგან, თურმე ყველა “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული. ამ დროს ამის მტკიცებაც კი აბსურდულია, რომ ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოვადგენთ.

გავახსენებ ხელისუფლებას, რომ 2011 წლიდან, როდესაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება რომ პოლიტიკაში მოდიოდა, მაშინ ძალიან ხშირად ემთხვეოდა ჩვენი მოსაზრებები დღევანდელი ხელისუფლებისა და მაშინდელი ოპოზიციის აზრებს. მაშინ რატომღაც იგივე შეფასებები ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. ცოტა უხერხულია, როდესაც პოლიტიკურ კუთვნილებაზე სამოქალაქო სექტორს ელაპარაკებიან ის ადამიანები, რომელსაც პარტიაში ნახევარზე მეტი წინა ხელისუფლების მაჟორიტარები ჰყავთ”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად