სალაძე: არა მგონია პარლამენტმა ოცივე მოსამართლეობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ვინც სჭირდებათ ისინი გავლენ

არ მგონია, რომ პარლამენტი ოცივეს დაუჭერს მხარს, ალბათ რამდენიმე მათგანს ჩააგდებს. თუმცა ის, ვინც სჭირდებათ აუცილებლად გავა.”,-ამის შესახებ, საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ “კურიერთან” განაცხადა.

“თუ ბატონი თადუმაძე ფიქრობს, რომ მან გარკვევით ახსნა, რატომ ჩააბარა 93-ში და როგორ დაიწყო სასწავლებელმა ფუნქციონირება 94 წელს, ასე არ არის.

ჩვენ ვიგებთ, რომ პირველ ეტაპზე ამ ქვეყანას სჭირდება უკეთესი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში, ვიდრე გასაუბრებაზე მყოფი ადამიანების დიდმა ნაწილმა წარმოაჩინა საკუთარი თავი.

არ მგონია, რომ პარლამენტი ოცივეს დაუჭერს მხარს, ალბათ რამდენიმე მათგანს ჩააგდებს. თუმცა ის, ვინც სჭირდებათ აუცილებლად გავა.

ეს იქნება ერთგვარად გარიგება მმართველ პარტიასა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფს შორის,“ – განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა. დეპუტატების კითხვებს კანდიდატების ნახევარმა პასუხები უკვე გასცა. დარჩა 10 მოსამართლე, რომელსაც იურიდიულ კომიტეტში მომავალი კვირიდან ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად