სალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემის შესაბამისად

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემის შესაბამისად სრულად”,-ამის შესახებ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემის შესაბამისად სრულად. მეორე – განხილვის საკითხი ასევე უნდა იყოს პარტიების დაფინანსების წესი და მესამე, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ეს სამი საკვანძო საკითხია, რომელმაც ვფიქრობთ, უნდა განაპირობოს სამართლიანი საარჩევნო გარემო.

“რა თქმა უნდა არის ტექნიკური ტიპის საკითხები, რომელიც ყველა არჩევნების დროს იჩენს თავს, ჩვენ ამ თემაზეც მზად ვართ ვიყოთ კომუნიკაციაში და მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, რასაც პარლამენტი შემოგვთავაზებს, თუმცა თუ ვსაუბრობთ სამართლიან საარჩევნო გარემოზე, ვფიქრობთ, პირველი საკითხი არის საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს, მაქსიმალურად მოკლე დროში 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული წესით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...