საკრუიზო ლაინერის კაიუტაში გაჩაღებული ხმაურიანი სექსის გამო წყვილი კუნძულზე ჩამოსვეს

კარიბის ზღვაზე ორკვირიანი კრუიზის პირველივე დღეს რენატა ფ. და მისი პარტნიორი ფოლკერი ლაინერიდან ჩამოსვეს და ბარბადოსის ერთ-ერთ კუნძულზე დატოვეს.

პირველი დღის ბოლოს, უკვე დაღამებულზე, როდესაც ლაინერს ღუზა ჰქონდა ჩაშვებული, წყვილი კაიუტაში სექსით დაკავდა. მგზნებარე სექსის დროს პარტნიორთა ემოციურმა შეძახილებმა, სექსის შემდეგ კი მათ შორის გაჩაღებულმა ხმამაღალმა დავამ, როგორც ჩანს მეზობლები გააღიზიანა და მათ გემის კაპიტანს მიმართეს საჩივრით.

რენატას თქმით, ფოლკერი დუშს იღებდა, თავად კი აივანზე იყო გასული და სიგარეტს ეწეოდა, როდესაც კაიუტის კარზე კაკუნი გაისმა. მან კარი გააღო და კაიუტაში დაცვის თანამშრომლების თანმხლებით შესულმა სასტუმროს დირექტორმა ლაინერის კაპიტნის სახელით მოსთხოვა მას და მის პარტნიორს, რომ ხმელეთზე გადასულიყვნენ.

რენატა იხსენებს, რომ ისინი შოკში ჩავარდნენ ლაინერის პერსონალის მათდამი ასეთი მკაცრი დამოკიდებულების გამო. მართლია სექსი ცოტა ხმამაღალი იყო და კაიუტის აივნის კარი იმ მომენტში ღია იყო, მაგრამ სექსის დროს ძალადობას და კაიუტაში რაიმე ნივთის დაზიანებას არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, ჩვენ ბოდიში მოვიხადეთ, მათ კი, შენიშვნის და გაფრთხილების გარეშე ჩვენი გაძევება მოისურვეს და ღამის პირველ საათზე, ჩემოდნებით ხელში, გადაგვსვეს ხმელეთზე, – ამბობს რენატა.

კუნძულზე დატოვებულმა წყვილმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხა პარიზში ჩაფრენა, იქედან კი, მეორე დღეს, მატარებლით ფრანკფურტში დაბრუნდნენ.

რენატა თვლის, რომ მათ არასამართლიანად მოექცნენ და კრუიზის ორგანიზატორებისგან, თავდაპირველად გადახდილი 5800 ევროს გარდა, მოითხოვს ბარბადოსში კვების და ღამისთევის, პარიზამდე ჩაფრენის და იქ ღამისთევის, პარიზიდან ფრანკფურტამდე მატარებლით და შემდეგ სახლამდე ტაქსით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. მთლიანობაში, დამატებით მოთხოვნილი თანხის ოდენობა, 3600 ევროს უტოლდება.

ამ დროისთვის გაურკვეველია, იყო თუ არა ხმაური წყვილის ხმელეთზე გადასმის ნამდვილი მიზეზი. ტურისტული კომპანია ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განმარტავს, რომ ისარგებლა თავისი უფლებით და გადაწყვეტილება წყვილის, აგრეთვე მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვიდან გამომდინარე მიიღო. “უკვე გვქონდა მიმოწერა მისის რენატასთან და მას მომხდარზე ჩვენი ხედვა გავაცანით. გთხოვთ, გაგვიგოთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დეტალური კომენტარი გავაკეთოთ სტუმრებთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე”, – ამბობენ ტურისტულ კომპანიაში.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად