საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ 40 ამერიკელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ CBS News ავრცელებს, რომელიც აშშ-ს ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს, ვირუსოლოგ ენტონი ფაუჩის ეყრდნობა.

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე მყოფ 40 ამერიკელს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამ წუთებში გემი კარანტინზე დგას იაპონიის პორტ იოკოჰამაში. მასზე თავიდან 3700 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა გემი დატოვა ჰონკონგში და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის კორონავირუსით იყო დაავადებული. ჩინეთის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა დაავადებულების.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, დაავადებულებს იაპონიის საავადმყოფოში მოათავსებენ. დაავადებულების თვითმფრინავით გადაყვანა არ მოხდება. ლაინერიდან უკვე დაიწყეს მათი ევაკუაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად