საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე მყოფ 44 ამერიკელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ის 44 მოქალაქეს, რომელიც საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე იმყოფება, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტშია გაჩერებული, 2019-nCoV ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი მკურნალობას იაპონიის საავადმყოფოებში გაივლიან.

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess, იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული იმყოფება. ბორტზე კორონავირუსმა იფეთქა. მთლიანობაში ბორტზე 3,7 ათასი მგზავრი იმყოფება.

ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ლაინერზე, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 355 ადამიანი შეადგინა.

კარანტინი 19 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს. 15 თებერვალს, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას აპირებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად