თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა “შეცვალეს” და “ნაცმოძრაობის” წევრები აქციას მართავენ

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრების საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები 23 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად