საკრებულოსთან ლაგოდეხის მერობის კანდიდატი, თორნიკე მაჭარაშვილი დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის მერობის კანდიდატი, თორნიკე მაჭარაშვილი დააკავეს. ინფორმაცია "აიპრესს" ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა დაუდასტურა.

"ეს არ მხოლოდ თბილისის სრულიად საქართველოს პრობლემაა, ამიტომ კახეთიდან ჩამოსული მერობის კანდიდატებიც ვაპროტესტებდით. რა დროსაც, შეიძლება ითქვას, მოიპარეს თორნიკე მაჭარაშვილი და კიდევ აქციის არაერთი მონაწილე დააკავეს. მაჭარაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და მასთან იმყოფება ჩვენი ადვოკატი, რომ დროულად მოხდეს იმის გარკვევა, თუ რა მიზეზით იქნა დაკავებული",-განუცხადა "აიპრესს" გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად