საკრებულოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

დღეს თბილისის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს. შეხვედრა თბილისის საკრებულოსა და  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავცრელებს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ აღნიშნა, მემორანდუმი მიზნად საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტუდენტების პრაქტიკული უნარ- ჩვევების განვითარებას ისახავს.

,,საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული გზები განვიხილეთ. შევეხეთ ისეთ საკითხებს, რომლებსაც საკრებულოში ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვკურირებთ, ასევე სტუდენტებს მათი ძალების მოსინჯვისთვის არაერთი საინტერესო მიმდინარე პროექტი გავაცანით“, – განაცხადა მარიკა დარჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად