საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი დოხტურიშვილი დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ თანამდებობაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი ერთხმად აირჩიეს.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეობიდან ერეკლე კუხიანიძე გადააყენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად