საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ცენტრში, ღმრთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აღიმართება

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ საკითხს მხარს უჭერს და დეპუტატებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ფრესკას ზუგდიდელები შეიყვარებენ.

უმრავლესობის დეპუტატ სანდრო სორდიას თქმით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრს და მოქალაქეს, სურდა ამ საკითხზე საჯარო დიაკუსია ყოფილიყო. ამიტომ, მოუწოდეს ყველას და ეს განხორციელდა. მისივე განმარტებით, გაითვალისწინეს მოქალაქეების აზრი. სწორედ სანდრო სორდიას ინიციატივა იყო თავის დროზე, მოზაიკა მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განეთავსებინათ.

აღნიშნა, რომ არიან მოქალაქეები, ვინც მხარს უჭერს და ვინც კატეგორიულად არ იზიარებს ფრესკის დადგმის წინადადებას.
დღევანდელ სხდომას არ დასწრებია, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშის განთავსების წინააღმდეგია ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელია.

ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სურს. ეპარქიამ 20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამ ინიციატივის განხილვა მოაწყო, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად