საკრებულოს დეპუტატი: “სოსანაშვილი ჩემი გაზრდილია! ის მაგის ჩამდენი არ იყო!”

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს რწმუნებული მარეხ ყამბეგაშვილი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილი,  სოფელ საკორინთლოში ხშირად არ დადიოდა. თუმცა, მის შესახებ ყველაფერი იცის კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვახტანგ საჩალელმა. 

"სოფელში ძალიან ხშირად არ დადიოდა. ეგ უფრო ურთიერთობდა ჩვენი სოფლის დეპუტატთან ვახტანგ საჩალელთან. ისინი ერთად ნადირობდნენ. მაგათ ჰქონდათ უშუალო კავშირი. რამდენჯერ მოდიოდა, როგორ მოდიოდა, როდის მოდიოდა, ალბათ, საჩალელმა უფრო იცოდა, ვიდრე დედამისმა. სოსანაშვილის დაკავების შემდეგ ტელეფონი აქვს გამორთული და ვერ დაუკავშირდებით." – გვითხრა ყამბეგაშვილმა.

იცნობდა თუ არა კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვახტანგ საჩალელი იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს, იმყოფებოდა თუ არ სოსანაშვილი 19-20 იანვარს სოფელ საკორინთლოში, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“  ვახტანგ საჩალელს დაუკავშირდა.

ვახტანგ საჩალელს არ ჯერა, რომ გია სოსანაშვილმა ააფეთქა იური ვაზაგაშვილი. იგი ასევე ამბობს, რომ სოფელში 19 – 20 იანვარს არ უნახავს მეგობარი.

"არ მჯერა და ვერ დავიჯერებ. მაგის გაკეთება ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს ცდება. 19 და 20 იანვარს მე არ მინახავს და არც შემხვედრია გია სოსანაშვილი. როცა მოდიოდა ყოველთვის მნახულობდა ხოლმე, რომ მენახა გეტყოდით."

_ თქვენ იყავით კატო ბედოიძის გასვენებაში, სადაც გია სოსანაშვილი იმყოფებოდა?

_ მე არ ვყოფილვარ იმ გასვენებაში, არანაირი ურთიერთობა არ მქონია მაგათთან, მაგრამ, იურის ვაზაგაშვილის გასვენებაში ვიყავი. როგორც დეპუტატი, როგორც ადამიანი და როგორც მეზობელი სოფლის წარმომადგენელი. 

გია სოსანაშვილი ჩემი გაზრდილია, მე ვასწავლიდი ისტორიას სკოლაში. 20 წელია ვიცნობ. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ამის ჩამდენია. ამას გია არ გააკეთებდა. ამაში დარწმუნებული ვარ.

იმასაც ვერ გეტყვით იყო თუ არა გია 19 -20 იანვარს სოფელში.  იმ პერიოდშიც არ მინახავს. მე აქ სოფელში არ ვყოფილვარ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად