A1 ბანერი

საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. გეგმის დამტკიცებას 37 მომხრე, ხოლო 4 წინააღმდეგი ჰყავდა.

გენგეგმა წარადგინა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

“ მნიშვნელოვანია, რომ სწორად აღვიქვათ ამ გენგეგმის ის სამი ძირითადი კონცეპტუალური მიმართულება, რომელსაც მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი ჰქვია, რაც თავისი შინაარსით და ზონალური მაჩვენებლებით შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს. გენგეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ ვიხილავთ 2009 წლის გენგეგმასთან მიმართებით რეკრეაციული ტერიტორიების საერთო რაოდენობას ზრდის 4მლნ ნახევარ კვადრატულზე მეტით. სამშენებლოდან არადამშენებლო ზონებში გადატანილი მიწის ნაკვეთების საერთო ჯამი არის 6 მლნზე მეტი, რაც თვალნათლივ აჩვენევს იმას, რაოდენ ორიენტირებულია გენგეგმა მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზებაზე, მწვანე ქალაქთან მიმართებით იდენტიფიცირებულია ის არეალები, სადაც უნდა განვითარდეს ახალი მასშტაბული საქალაქო პარკები, რა პროექტების განვითარებას მუნიციპალიტეტს დაწყებული აქვს დიღმის ჭალებსა და თემქის ხევთან მიმართებით. საუბარია 7 და 20 ჰა სრულიად ახალ საპარკო ტერიტორიებზე. ასევე მწვანე ქალაქის კონცეფციის ნაწილად განიხილება ის, რომ ქალაქის გარშემო გაუნაშენებელი ტერიტორიების მკაცრი დაცვის რეგულირება შემოდის რეკრეაციული ზომების სახით. მწვანე ქალაქის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ის, რომ 2% დან 46% მდე გაიზარდა სატყეო ზონების ფართობი.

საჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ თბილისის სატყეო ზონების ინვენტარიაზაცია არ განხორციელებულა, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია თბილისის ეკოსისტემის დაცვისათვის. გენგეგმის გაგძელებაა შეკავშირებული ქალაქი , რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ დადგინდა განაშენიანების კონტური, როგორც ქალაქია განაშენიანებული ნაწილისათვის, ასევე შემოერთებული სოფლებისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მკაფიოდ იქნა დატანილი რუკაზე ისტორიულ-კულტურულ-ლანდშაფტური ზონა, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი წინ გადაგმული ნაბიჯია გამომდინარე იქიდან, რომ ეს ზონა გამქრალი იყო რეგულირების სფეროდან.

შეკავშირებული ქალაქის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ისიც, რომ გენგეგმაზე მოცემულია ის პოტენციური ტერიტორიები , რომელიც უნდა დაზუსტდეს სატრანსპორტო პოლიტიკის ორი დოკუმენტით, რომელმაც უნდა განსაზღვროს როგორც სამარშუტო სქემები, ასევე კავშირები მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან და უნდა განსაზღვროს კავშირები ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის. პირველად თბილისის ისტორიაში, ქალაქს აქვს ახალი თემატური რუკა, სადაც ასახულია, როგორც უფლებრივი ზონირებით განსაზღვრულო სამი რეკრეაციული ზონა , ლანდშაფტურ -სარეკრეაციო და სატყეო ზონა, ასევე დატანილია ამ რუკაზე ყველა საქალაქო პარკი და ყველა შინა საუბნო გამწვანება , რაც , ვფიქრობ, რომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა”-განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...