საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის უვარგისი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აღარ შეეფარდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელები „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

თუმცა, სარჩელის შეტანიდან 4 წლის შემდეგ დადგინა: “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან”.

საკონსტიტუცისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევტულება სრული ვერსია იხილეთა აქ: ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად