საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით ხვალ მიიღებს

საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ, ხვალ კი, კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

 საკონსტიტუციო ცვლილებებზე, დღევანდელ ბიუროს სხდომაზეც იმსჯელებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ხვალ, მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. „ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, „ევროპული საქართველო“ კი, რომელმაც ცვლილებებს პირველ მოსმენაზე გუშინ მხარი დაუჭირა, მეორე მოსმენაზე დასწრებასა და კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მანამდე გიორგი რურუა გათავისუფლდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უყარეს. კანონპროექტის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივნისს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

კომენტარები
იტვირთება...