საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება 

კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიაწვდიან.

შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 300 000 მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი არ ეთანხმება არჩევნების ბარიერის გარეშე ჩატარებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტს მხარს მაინც დაუჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად