საკონსტიტუციო სასამართლოში “ციანიდის საქმეში” გაუთქმელობის საკითხის არაკონსტიტუციორობაზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძის წარმომადგენლებს უსმენს. სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომლებიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განმარტებით, გაუთქმელობის ვალდებულებით, მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

“გაუთქმელობის ვალდებულობის შეზღუდვით ვერ განვახორციელეთ მთელი საპროცესო მოქმედებები. ვერ მოვიპოვეთ რიგი მტკიცებულებები. ასევე ვერ ჩავატარეთ კერძო ექსპერტიზები, რადგან მათ მასალაბი ვერ გადავეცით, ვერ გამოვკითხეთ მოწმეები. ასევე არ გვქონდა უფლება საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაგვეცა საქმის მასალები, მათ შორის სახალხო დამცველთან მიმართებაში შევიზღუდეთ. საჯაროდ დაცვასაც ვერ ვახორციელებდით, მაშინ როცა პროკურატურა ცალმხრივად ასაჯაროებდა მტკიცებულებებს, რის გამოც დეკანოზის რეპუტაცია შეილახა. ამ სარჩელის დაკმყოფილება საქმის გადასინჯვის საფუძველს გვაძლებს, ასევე დაგვეხმარება სტრასბურგის სასამართლოში, რისთვისაც სარჩლს ვამზადებთ”,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სასამართლო დღესვე მოისმენს პროკურატურისა და პარლამენტის წარმომადგენების არგუმენტებს. აღნიშნულ საქმეზე გამწესრუგებელ სხდომა მიმდინარე წლის 20 თებერვალს იყო.

საჩივრის მომზადებაში რამდენიმე კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩაერთო. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის” სტატუსით მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად