საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით “გირჩი”-ს სარჩელს ონლაინ ტრანსლირებით განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოში covid-19-ის პანდემიის მიერ შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, სასამართლო სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, არსებითი განხილვის ონლაინ ტრანსლირებით მიმდინარეობს.

საქმეზე “გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”, სადაც არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ: მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვას; სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში; ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვას და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომას; ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას, სხდომა უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.

“გირჩის” ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტი ლევან ჯგერენაია იცავს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად