საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება

საკონსტიტუციო სასამართლოს  სამ მოსამართლეს და თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილის დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.


 

სამ მოსამართლეს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული თემურ ტუღუში, ჩაანაცვლებენ. მეოთხეს კი 2016 წლის მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

ცნობისთვის, გიორგი პაუაშვილს 2004 წლის თებერვლიდან 2005 წლის თებერვლამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.


2005 წლის თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად.

2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა იმავე წლის 30 სექტემბერს, ფიცის დადების დღიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა 2006 წლის 30 სექტემბერსა და 2011 წლის 21 სექტემბერს.

2007 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრად, ხოლო 2013 წლის 7 დეკემბრიდან კომისიის ხელმძღვანელი ორგანოს ბიუროს წევრად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად