საკონსტიტუციო: პლენუმმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად მოსამართლეები თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებით დროს ითხოვენ. 

"2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.

შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად