საკონსტიტუციო: მთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის არსებული შეღავათები, უცხო ქყვენის მოქალაქეზე არ ვრცელდება

სომხეთის მოქალაქეების სარჩელი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის არაკაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ რომლითაც მთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის არსებული შეღავათები ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და ამით ვერ სარგებლობენ იგივე ტერიტორიებზე მუდმივად მცზოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი არ შეიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი განსხვავებულ მოპყრობას და სრულად არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ”

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ალბათობა გაცილებით უფრო დაბალია, შესაბამისად სადავო ნორმებით გარკვეული ფინანსური სახსრების მათთვის გადაცემა და შეღავათების დაწესება, არ მოემსახურება ეფექტიანად იმ ლეგიტიმურ მიზანს, ინტერესებს, როგორიც არის მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარება, აქედან გამომდინარე არ დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი” -განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად